ჯინჭვისში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

ჯინჭვისი

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯინჭვისში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. 

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, რომელიც ონის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 569 790 ლარს შეადგენს.

სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ივლისის თვეში იგეგმება.