გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება

რუსთავი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის
ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება -
საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი
ხორციელდება.

რუსთავის ჭალის ტყის კონსერვაციის მიზნით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის
შესაბამისი სამსახურებისთვის, რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა
რუსთავის ჭალის ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის პროცესში ჩართვა, გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასწავლო სემინარები და
დარგვის საველე სამუშაოები ჩატარდა. რუსთავის ჭალის ტყეში, დაახლოებით 2000 კვ.მ.
ტერიტორიაზე დაირგო 400 ძირი ჭალის მუხის, ფშატის და თელას ნერგები.

პროგრამის “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო”-ს ფარგლებში, 2023 წელს, რუსთავისჭალის ტყის 160 ჰა ფართობისთვის მომზადდა ტყის აღდგენა-გაშენების დეტალურიგეგმა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, გაიმართა რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისსასწავლო სემინარი რუსთავსერვის ცენტრის, მუნიციპალური ინსპექციის,ახალგაზრდული დეპარტამენტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა შესაბამისიუწყებების თანამშრომლებისთვის. სემინარი მოიცავდა 2 ფაზას. პირველ ეტაპზეგაიმართა ორდღიანი სემინარი, სადაც მონაწილეები გაეცნენ ტყის დაცვის, აღდგენისა დამოვლის ღონისძიებების შესახებ შემუშავებულ სასწავლო მეთოდოლოგიას, მეორეეტაპზე კი განხორციელდა ორდღიანი დარგვის საველე სამუშაოები."დღეს რუსთავის ჭალის ტყეში შედგა ეფექტური თანამშრომლობა სამინისტროს,ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს შორის,რომლებმაც ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა დარგვის ღონისძიებაში, რაც ძალიანმნიშვნელოვანია რუსთავის ჭალის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და მდგრადიგანვითარებისთვის" - აღნიშნა შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობისგარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა.დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალურიგანმახორციელებელი ერთეულის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიდა რუსთავის მერიის ახალგაზრდების დასაქმების პროექტის ,,ახალი სიმწვანის"მოხალისეები.