1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024“-ის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.
სოფლის საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: მირაშხანი, თმოგვი, ნაქალაქევი და ფია.
აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია - გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.