ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის  სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ახლად  რეაბილიტირებული სკოლა გათვლილია  840 მოსწავლეზე. სკოლა აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით ინვენტარითა და ტექნიკით.

დამალის სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის:  ლიფტი, პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორია; ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი; საკონფერენციო და სააქტო დარბაზი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცე.

სკოლა უზრუნველყოფილია კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის სისტემით. 

განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან  დაფინანსდა, რომლის  ღირებულებამ  შეადგინა 6 573 270 ლარი. 

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას.