ამბროლაურში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა

ამბროლაურ

ამბროლაურში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა. 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მამომობილის მეშვეობით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, ესარგებლათ აღნიშნული სერვისით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქციები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რეგულარულად იმართება.