ახალციხეში ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ახალციხეში ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ახალციხეში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუსიკო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, მისი მოადგილეები გიორგი ქოჩიაშვილი და სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.

პროექტის ფარგლებში აშენდება 4 სართულიანი შენობა, სადაც განთავსდება სასწავლო კლასები, საკონცერტო დარბაზი და სხვა საჭირო სივრცეები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით, ჯამში 3 587 156 ლარით.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროცესი გაგრძელდება თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში, რაც მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მუსიკალური განათლების განვითარებას ახალციხეში.