აჭარის რეგიონში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეიქმნა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

საპოლიციო დანაყოფების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მიზნით, აჭარის რეგიონში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო შეიქმნა, რომლის ძირითად ფუნქციას ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ახლად რეაბილიტირებული შენობა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან და  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან დავით კიკნაძესთან ერთად გახსნა.

„ახლად რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. გეკა გელაძემ შენობაში მოწყობილი სამუშაო სივრცეები დაათვალიერა  და თანამშრომლებს გაესაუბრა.

მინისტრმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაც გამართა და ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. გეკა გელაძემ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავარი სამმართველოს ძირითადი სამოქმედო ტერიტორია გარდა აჭარის რეგიონისა, ასევე, დასავლეთ საქართველოს რეგიონები იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.