„ზუსტად 12 საათზე, რამდენიმე წუთით გააღეთ ყველა კარი და ფანჯარა“ - ახალი წლის რიტუალები ფენ-შუის მიხედვით

დრაკონი

2024 წლის სიმბოლო - ხის მწვანე დრაკონი ჩინური ჰოროსკოპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური, ტაქტიანი და დიპლომატიური ნიშანია, ამიტომ დახვედრაც ჰარმონიულ გარემოში სჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს გრანდიოზული დღესასწაულის მოწყობას აპირებთ თუ ოჯახურ წრეში გეგმავთ ახალი წლის აღნიშვნას, ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ ფენ-შუის სასარგებლო რჩევები, რათა გულუხვი მასპინძლობით ასიამოვნოთ წლის მფარველი დრაკონი. 

ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე რამდენიმე წუთით გააღეთ ყველა კარი და ფანჯარა, რათა მშვიდობიანად გააცილოთ ძველი წელი, ახალს კი, სუფთა ენერგიით შეხვდეთ. შეასრულეთ ე.წ. „სურვილების ალმების“ რიტუალი.

დაწერეთ ცხრა სურვილი ფერად ფურცელზე და დაკიდეთ ხეზე სახლის ეზოში, რადგან ითვლება, რომ ქარის წაღებული სურვილები უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე ჩუმად ჩაფიქრებული. დადგით მაგიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ანუ სიმდიდრის კუთხეში ჩაიდანი და ოთხი ფინჯანი ტკბილი ჩაით, რათა კეთილად უმასპინძლოთ „ოთხ მეფეს ოთხი კუთხიდან“, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მოიზიდავენ იღბალს და წარმატებას. თუ აკვარიუმი გაქვთ შეიძინეთ 7 წითელი და ერთი შავი თევზი, რათა წითელი ფერით დადებითი ენერგია გააქტიუროთ, შავით კი, ნეგატიური ძალები განდევნოთ სახლიდან.

დაივიწყეთ არასასიამოვნო ფიქრები, თავი შეიკავეთ ნეგატიური სიტყვებისა და ფრაზების გაჟღერებისგან, რომლებიც დადებითი ენერგიის მოძრაობას აფერხებენ.

ასევე ნახეთ:

როგორ პოულობს ბედნიერებას ქორწინების გარეშე ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი

როგორ გავაცილოთ ძველი წელი, რომ ახალმა წარმატება მოგვიტანოს