„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა
1748843603
საშიშია თუ არა საღეჭი რეზინი, ვისთვის არ შეიძლება და როგორია მისი გამოყენების ხანგრძლივობა? – ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრი, ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე საუბრობს.
სპეციალისტის განმარტებით, რეკომენდებულია ყოველი კვების შემდეგ საღეჭი რეზინის მხოლოდ 15-20 წუთი გამოყენება:
„რეკომენდებულია ყოველი კვების შემდეგ საღეჭი რეზინის 15-20 წუთი გამოყენება, საუბარია უშაქრო საღეჭ რეზინზე პირის ღრუს ჰიგიენისთვის. ამ დროს გადაცილების შემთხვევაში იღლება სახის კუნთი, რამაც შესაძლოა თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს. ერთ-ერთი კვლევით ისიც არის დადასტურებული, რომ ერთი საათი საღეჭი რეზინის ღეჭვა 11 კალორიის დაკარგვას იწვევს.
თუ ჩვენ გადავაცილებთ დროს (15-20 წუთი) და გავახანგრძლივეთ ღეჭვა,ამ დროს სულ სტიმულაციაშია სანერწყვე ჯირკვალი, ხშირად ხდება კუჭის წვენის გამოყოფა და ამ დროს საკვები ვერ მიეწოდება ორგანიზმს, ამიტომ შესაძლოა ეს იყოს ერთერთი ხელშემწყობი ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვების, ან სხვა პათოლოგიების სანერწყვე ჯირკვლებისთვის. საღეჭი რეზინის მიღება არ არის რეკომენდებული 5 წლის ასაკამდე ბავშვებში“- ამბობს ექიმი