„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ასახელებს 4 ტიპის საკვებს, რომლებიც ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საზიანოა და სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის:
- სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ჩვენივე ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი ვართ ხოლმე. როცა მაღაზიაში შევდივართ, უმეტესად, ისეთ რაღაცებს ვარჩევთ, რაც მალე მზადდება. გეტყვით 4 პროდუქტს, რომელთა ყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ასაკს:
„ჩემი ძალიან მყარი რჩევა იქნება, რომ ალკოჰოლი მაქსიმალურად შევამციროთ. თუ განსაკუთრებული დღეა და უნდა მივიღოთ, მცირე რაოდენობით მივირთვათ, მაგრამ, ადამიანს, რომელსაც C და B ჰეპატიტი აქვს და ალკოჰოლსაც იღებს, რას ელოდება? ალკოჰოლი შეიძლება, ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი იყოს. უფრო ზუსტად, ალკოჰოლის მიღება ოთხი სიმსივნის განსაკუთრებული მიზეზი შეიძლება გახდეს. ესენია: ქალბატონების შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები, ხახის, საყლაპავისა და ღვიძლის სიმსივნეები“,- ამბობს ღოღობერიძე.
მოვერიდოთ სწრაფ სუფებს. წყალი რომ უნდა დავასხათ და 5 წუთში მომზადდება... ასეთი საშინელი პროდუქტის მიღება სასტიკად არ შეიძლება. ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა.