„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
19 იანვარს, მართლმადიდებელი მრევლი ნათლისღებას აღნიშნავს. დიდი აიაზმა პირველი საუკუნიდან ქრისტეს მიერ არის დაწესებული, თუმცა ლოცვითი ტიპიკონი მოგვიანებით გვხვდება. მამები IV საუკუნიდან ნელ- ნელა ქმნიდნენ ჰიმნით ლოცვებს. სადაც სამადლობელი სიტყვებით აღწერილია ჩვენი გამოხსნის საიდუმლო და აზრი ნათლისღებისა. უფალს ვთხსასულიერო პირმა მცირე აიაზმა აღასრულოს და წყალი აკურთხოს. სხვათაშორის, ადრეულ საუკუნეებში,
სანამ მცირე აიაზმის მსახურება შეიქმნებოდა არსებობდა სიწმინდით წყლის კურთხევის ტრადიცია. წყალში ჩაასვენებდნენ რომელიმე წმინდა მოწამის სხეულს და იკითხებოდა ლოცვები, რის შემდეგაც მორწმუნეებს ურიგდებოდათ ნაკურთხი წყალი.
- როგორ უნდა შევინახოთ ნათლისღების ნაკურთხი წყალი?
- სუფთა ჭურჭელი ვიქონიოთ, რითაც წლიდან წლამდე შევინახავთ სიწმინდეს.
- შეიძლება ნათლისღების წყლის გამრავლება? და როგორ გავამრავლოთ ნაკურთხი წყალი?
- შეიძლება. თუ გვინდა გამრავლება, უბრალო წყალს დავამატოთ ნაკურთხ წყალი.
- ნათლისღების წყალი სახლში რომ ვასხუროთ შეიძლება?
- კარგი იქნება თუ ყოველ კუთხეს ვასხურებთ, ასევე საკვებს, ტანსაცმელსა და ოჯახის წევრებს. ამით განიწმინდება ყოველი კუთხე ლოცვით.
- ნათლისღებას ნათლიებმა და ნათლულებმა ერთმანეთი უნდა მოინახულონ?
- მონახულებამდე უმჯობესია ტაძარში მივიდეთ, დავესწროთ წირვას და ვეზიაროთ. თუ მოძღვარი არა გვყავს, ამ შემთხვევაში მოვიძიოთ და სულიერად განახლებული შევხვდეთ ნათლისღების დღესასწაულს. შემდეგ კი შეგვიძლია მთელი დღე ნათლულებთან ერთად ვიდღესასწაულოთ ეს უბრწყინვალესი დღე.
ასევე ნახეთ:
PHOTO/VIDEO: როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს იუბილე
VIDEO: შვილის ქორწილში აცეკვებული გოჩა და შორენა ჩერტკოევების ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა