„შეგიძლიათ მთელი დღე ამ კოქტეილზე იყოთ“ - ლაშა უჩავას რეცეპტი წონის სწრაფად კლებისთვის

ლაშა უჩავა

ლაშა უჩავამ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში მაყურებელს მარტივი და ჯანსაღი კოქტეილის რეცეპტები გაუზიარა. მისი განმარტებით, ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად ეს საუკეთესო საშუალებაა.

ბოსტნეულის კოქტეილისთვის დაგჭირდებათ:

კიტრი

სტაფილო

ნიახურის ღეროები

მომზადება:

სამივე ინგრედიენტი გამოწურეთ, მიღებული კოქტეილი კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი დღის განმავლობაში. ორგანიზმის დექტოქსისთვის შეგიძლიათ ერთი დღე მხოლოდ ეს სასმელი მიიღოთ ან მიირთვათ მსუბუქად, მაგალითად, მოხარშული ხორცი.

ხილის კოქტეილისთვის დაგჭირდებათ:

ფორთოხალი

კივი

ჯანჯაფილი

წვენსაწურში გამოწურეთ ყველა ინგრედიენტი. კოქტეილი შეგიძლიათ, მაქსიმუმ, სამი დღის განმავლობაში მიიღოთ. სითხე დაეხმარება ორგანიზმს შლაკებისგან გათავისუფლებაში და, ასევე, ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ეს ხდება თბილისში“ - შემთხვევით გადაღებული კადრები ვირუსულად გავრცელდა

ზოდიაქოს ამ ნიშნებს უახლოეს დღეებში დიდი ჩხუბი ელით

VIDEO: ქართული მაფიის შავი დღეები ესპანეთში - ვინ არიან ხმაურიანი სპეცოპერაციის დროს დაკავებულები