„როცა ბავშვს ტანტრუმი და ისტერიკა აქვს...“ - რას ჰყვება ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

მარინა კაჭარავა

ბავშვს თუ ვეტყვით, რომ სამყარო ასრულებს სურვილებს და არა კაპრიზებს. თუ ჩვენ მას მივაჩვევთ, რომ კაპრიზი გაუვა, ამ შემთხვევაში ის არის ცოდო“, – ამის შესახებ ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა გადაცემაში „ახალი დღე“ საუბრობს.

ფსიქოლოგის თქმით, კაპრიზისა და სურვილის განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი:

„სურვილი, მიზანი, თუნდაც ძალიან ამბიციური. გამოთქმაც კი არსებობს, დაუმიზნე მთვარეს და შენ იქ მოხვდები. ეს მეტაფორაა შეიძლება ვიღაცისთვის რეალობაც იყოს თუმცა, აქ ლაპარაკია „მინდა“, „მინდა“, „მინდაზე“, რომელიც არის კაპრიზი და რომელიც არ ექვემდებარება იმის მხრიდან განხილვას. ამ დროს შესაძლოაისტერიკა, ტანტრუმი დაემართოს ბავშვს. ამ დროს სიმშვიდეა საჭირო, როგორც ბავშვს აქვს ისტერიკა, ყვირის და ტირის – მშობელმა, და მასწავლებელმა ის არ უნდა მიატოვოს და იჯდეს მასთან, დაელოდოს და თუნდაც უთხრას, რომ შენ გეტირება…“- ამბობს მარინა კაჭარავა.