რა პერიოდულობით უნდა გამოვცვალოთ საწოლის თეთრეული

ძილი

სტატისტიკა ამბობს, რომ ევროპის ყოველი მეხუთე მცხოვრები საწოლის თეთრეულს თვეში ერთხელ ცვლის. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს თეთრეული, ამ კითხვას ჰიგიენის სპეციალისტები პასუხობენ.

ალერგოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ჭუჭყიან თეთრეულზე ძილის დროს ჩვენ შეიძლება ქრონიკული რინიტი დაგვემართოს. ასევე არის საფრთხე დავავადდეთ ნეიროდერმატიტით და ეგზემით. მათთვის, ვისაც ასთმა აწუხებს, მათი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს.
საწოლის დანიშნულებისამებრ გამოყენებიდან უკვე ერთი კვირის შემდეგ, მტვრის ტკიპების პოპულაცია აღწევს ჯანმრთელობისთვის საშიშ ზღვარს. თუ საშუალო ასაკის ორ ადამიანს ყოველდღიურად სძინავს საწოლში, ორი კვირის განმავლობაში ოფლისგან საწოლის ზედაპირზე 16-მდე სახეობის ობი ყალიბდება, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ძლიერი ალერგიული რეაქციების პროვოცირება შედარებით ჯანმრთელ ადამიანშიც კი.

ამ მიზეზების გამო, თეთრეულის შეცვლა უნდა მოხდეს კვირაში ერთხელ მაინც. ავადმყოფობის გამო მაღალი ტემპერატურის, ცხელი ამინდის ან პატარა ბავშვებთან ძილის დროს საწოლები კიდევ უფრო ხშირად უნდა შეიცვალოს - ორ-სამ დღეში ერთხელ. იგივე ეხება ალერგიით, ასთმის, ეგზემისა და ფსორიაზით დაავადებული ადამიანების შემთხვევაშიც.

ასევე ნახეთ:

დრაკონის ხილი საახალწლო სუფრაზე: როგორ დახვდეთ დრაკონის წელს

VIDEO: ლუკა ბასილაშვილის უთბილესი შესრულება და ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუ შვილთან ერთად 

„დედაჩემმა ორსულობის მე-8 თვეში გაიკეთა აბორტი, მაგრამ მე გადავრჩი...“ - მელისას დაუჯერებელი ისტორია