ნაწლავების მოქმედების მოსაწესრიგებელი დიეტა

ზეითუნის ზეთი

ამ დიეტის დასაცავად მთავარია, ნებისყოფა გეყოთ და დაახლოებით ოთხ დღეში ზედმეტ ორ კილოგრამს უპრობლემოდ დაიკლებთ. აუცილებელი პირობაა, არ დაარღვიოთ კვების რეჟიმი. ეს დიეტა აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას და სწორედ ამის წყალობით იკლებთ ზედმეტ კილოგრამებსაც. 

დილით უზმოზე: 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

15 წუთის შემდეგ: 1 ჭიქა იოგურტი ან კეფირი.

საუზმე: მწვანე ბოსტნეულის სალათა, შვრიის ან წიწიბურას ფაფა, 50 გრამი ხაჭო, თოხლოდ მოხარშული 1 ცალი კვერცხი, უშაქრო მწვანე ჩაი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, ერთი ნაჭერი შავი პური.

სამხარი: 200 გრამი ქლიავი, ვაშლი, მაყვალი ან ვაშლატამა.

ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი ან იოგურტი, სამ-სამი ცალი ფინიკის, გარგარის, შავი ქლიავის ჩირი და ნიგოზი, უშაქრო მწვანე ჩაი.