კვირის რომელ დღეებში უნდა იშოპინგოთ, რომ ფული არ გამოგელიოთ

ფული

ეზოტერიკოსები განმარტავენ, თუ კვირის რომელ დღეს რომელი სამოსის ყიდვა ჯობს, რათა იღბალი, ფული და სიყვარული მოვიზიდოთ.

ორშაბათი
ორშაბათს მთვარე მართავს – ემოციების მფარველი პლანეტა. ასტროლოგების აზრით, ამ დღეს რეკომენდებულია გამოსასვლელი ტანსაცმლის შეძენა. არ ღირს ფულის დახარჯვა კოსტიუმებზე, შარვლებზე, საოფისე ტანსაცმელზე. მთვარის ცვალებადი „ხასიათის“ გამო ექსპერტები გვირჩევენ, მეტი ყურადღებით შევარჩიოთ ამ დღეს ნივთები, რათა ისინი მალე არ მოგვწყინდეს.
ორშაბათს ნაყიდი ტანსაცმელი მოგვანიჭებს იღბალს, კარგ განწყობას, ებრძვის სტრესს, დაძაბულობას. ის ასევე გვეხმარება სიყვარულის მოზიდვაში, თავდაჯერებულობას გვმატებს პაემანზე.
სამშაბათი
სამშაბათს წითელი პლანეტა მარსი მართავს. ის მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელია. სწორედ ამიტომ ბიოენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები მამაკაცის ტანსაცმლის ყიდვას გვირჩევენ.შოპინგი ქალებსაც შეუძლიათ, მაგრამ აჯობებს, თუ შეიძენენ სპორტული სტილის სამოსს, ან ტანსაცმელს მამაკაცისთვის. ამ დღეს ნაყიდ სამოსს იღბალი მოაქვს.
ოთხშაბათი
ოთხშაბათს მერკური მფარველობს. ეს პლანეტა არანაირ შეზღუდვებს არ გვიწესებს ტანსაცმლის ყიდვის თვალსაზრისით.
თუ გინდათ, რომ მაქსიმალური იღბალი მოიზიდოთ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, სწორედ ამ დღეს შეიძინეთ ტანსაცმელი.
ხუთშაბათი
კვირის მეოთხე დღეს იუპიტერი მართავს. ეს დღე ყველა სახის ნივთის შესაძენად ხელსაყრელია და შენაძენი დიდხანს მოგვემსახურება. ეს პლანეტა ვერ დაგვეხმარება ახალი სტილის შერჩევაში, ამიტომ ჯობს უკვე ნაცადი სტილის სამოსის შერჩევა და იმის, რომელიც ჩვენს ენერგეტიკას შეესაბამება.
ასტროლოგები ასევე გვირჩევენ, ხუთშაბათს არ ვიყიდოთ ძვირადღირებული ტანსაცმელი. ნახეთ სრულად