რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე იმ ადამიანებს, რომლებმაც საახალწლოდ სურვილების ჩაფიქრება ვერ მოახერხეს, ან ფიქრობენ, რომ ეს სწორად ვერ გააკეთეს, მანიფესტაციისკენ მოუწოდებს.
„იანვრის ბოლომდე გვაქვს დრო, რომ მანიფესტაციები გავაკეთოთ. ჩამოვწეროთ სურვილები და ვთქვათ ისე, თითქოს ეს უკვე მოხდა. ზოგადად, იანვრის ენერგიები საკმაოდ საინტერესოა. რომ დააკვირდეთ, ვინც წინა წლებში ძალიან შრომობდა, იანვარში დასვენება მოუნდათ. ვინც პასიურობდა, პირიქით, უფრო გააქტიურდნენ.
2024 წლის ენერგიები ენერგეტიკული სტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ამიტომ, ვინც წინა წლებში ძალიან ბევრს შრომობდა, წელს უფრო მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ვინც პასიურობდა, მოუწევთ, რომ გააქტიურდნენ. ძალიან კარმული წელია, ეს გამოჩნდება კიდევ 10 თებერვლის შემდეგ, როცა დრაკონი შემოვა, ჯერ არ შემოსულა,“ - ამბობს ასტროლოგი „დღის პოსტში“.
ასევე ნახეთ:
საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ვარსკვლავების სჯერა - ნახეთ, ცაგარელის გაფრთხილება