დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დოქტორი კიენ ვუუ, რომელიც სპეციალიზირებულია დაბერების საწინააღმდეგოდ, გვიზიარებს მარტივ 10-წუთიან დილის რუტინას, რომელიც აერთიანებს მრავალი მეცნიერებით დამტკიცებულ სტრატეგიას ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
სპეციალისტის თქმით, მისი დილის რუტინა მოიცავს ხანგრძლივობის გაზრდის რამდენიმე კატეგორიას: ვარჯიში, სუნთქვის პრაქტიკა სტრესის მოსახსნელად და მოკლე მედიტაცია გონებრივი და ემოციური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
აღსანიშნავია, რომ მისი პირველი ნაბიჯი გაღვიძების შემდეგ არის ჭიქა წყალი ლიმონით და ელექტროლიტებით ან მინერალური მარილით. ეს ხელს უწყობს ჰიდრატაციის აღდგენას.
ვუ ასევე დარწმუნებულია, რომ თუ მზის პირდაპირი სხივები მის კანსა და სახეზე დილით მოხვდება, ის ხელს შეუწყობს სხეულის ბუნებრივი ძილის-გაღვიძების ციკლებს.
„მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ხანმოკლე ვარჯიშს, რომლებიც ამაღლებს თქვენს გულისცემას, შეუძლია გააუმჯობესოს სიფხიზლე და ხელი შეუწყოს უმოძრაო ცხოვრების წესის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას“, - ნათქვამია გამოცემაში.
ვარჯიშის შემდეგ სპეციალისტი ამბობს, რომ მას ორი-სამი წუთი სჭირდება სუნთქვის ტექნიკის შესასრულებლად, რაც ხელს უწყობს კონცენტრაციის გაუმჯობესებას და სტრესის მოხსნას.
ასევე ნახეთ: