ზვიად შალამბერიძე მამუკა მდინარაძეზე: დიდი ნდობით სარგებლობს როგორც გუნდის შიგნით, ისე - საზოგადოებაში

ზვიად შალამბერიძე

დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს აირჩევს. მამუკა მდინარაძის კანდიდატურას დეპუტატები კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. მანამდე კი მან უწყების მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. მოსმენა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" გუნდში დიდი ნდობით სარგებლობს.

"მამუკას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს გუნდის შიგნით და მთავარი, ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობისას და განსაკუთრებით ამ პოზიციაზე არის ის, რომ თავიდან ბოლომდე დიდი ნდობით სარგებლობს როგორც გუნდის შიგნით, ასევე საზოგადოებაში. ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც იგი ძალიან წარმატებით გაართმევს თავს, ისევე როგორც წარმატებით ართმევდა ყველა პოზიციაზე აქამდე "ქართული ოცნების" გუნდის შიგნით“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ზვიად შალამბერიძე.