1746007492
ზურაბიშვილი ტროლად ჩამოყალიბდა, ხან ერთს ამბობს, ხან - მეორეს, ისედაც თავგზააბნეულ ოპოზიციას მეტად უბნევს თავგზას - იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტროლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხან ერთ რამეს ამბობს, ხან - მეორეს, ისედაც ამ თავგზააბნეულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნევს თავგზას“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„კოალიციური მთავრობის იდეაში ცუდი არაფერია, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ჩადენილი ქმედებების, ათასნაირი კოალიციების, ქარტიების თუ რაღაც ჯანდაბების შემდეგ როდესაც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, მისი მხრიდან არასერიოზული გამოდის, რაც არ უნდა სერიოზული იყოს კოალიციური მთავრობის იდეა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.