1692302192
ზურაბ ქადაგიძე პრემიერის ანგარიშზე: ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გავდივართ სამშვიდობოსკენ

„ყველა ტრანზიტული გზა ან იწვის, ან აფეთქების პირასაა. ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევითა და კოლოსალური ნებისყოფით, ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ სამშვიდობოსკენ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პრემიერის ანგარიშს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ჯერ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია, რა მასშტაბის პერსპექტივა აქვს საქართველოს და ასეთი სწორი და პრაგმატული პოლიტიკა, რამხელა სარგებელს მოგვიტანს.
„დახედეთ რუკას!
ყველა ტრანზიტული გზა ან იწვის, ან აფეთქების პირასაა.
ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზაჯვარედინი საქართველოა, სადაც ბევრს ეცადა შიდა თუ გარე მტერი აერია სიტუაცია, მაგრამ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევითა და კოლოსალური ნებისყოფით, ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ სამშვიდობოსკენ.
შესაძლებლობა, რაც საქართველოს გაუჩნდა, საუკუნეებში ერთხელ ეძლევათ სახელმწიფოებს და ღვთის წყალობით, გონიერი მმართველი მოუვლინა ქვეყანას ღმერთმა და სწორედ პრაგმატული პოლიტიკითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით ვიყენებთ ამ შანსს.
ჩვენი თავი, ჩვენადავე უნდა გვეყუდვნეს და სწორედ ახლა გვაქვს ერთადერთი შანსი, ქვეყნის განვითარების ათვლის წერტილი სწორად მოვნიშნოთ.
დიახ! დღეს, ახლა და აქ შეგვიძლია განვსაზღვროთ ჩვენი აწმყო, ხელშესახები გავხადოთ პერსპექტივები, რომ კვლავინდებურად არ დავრჩეთ, ფანტომური მომავლისა და კეთილი პატრონების მოლოდინში.
ჯერ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია, რა მასშტაბის პერსპექტივა აქვს საქართველოს და ასეთი სწორი და პრაგმატული პოლიტიკა, რამხელა სარგებელს მოგვიტანს“, - წერს ქადაგიძე.