ზურაბ ქადაგიძე: გიორგი გახარია სულ რომ მართალი ყოფილიყო, სახელმწიფო ინტერესები კი არ დაიცვა - ბოლომდე მიიყვანა საქმე და მერე გადადგა, უბრალოდ, საკუთარი ეგო ანაცვალა ქვეყანას

ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, გიორგი გახარია სულ რომ მართალი ყოფილიყო, სახელმწიფო ინტერესები კი არ დაიცვა - ბოლომდე მიიყვანა საქმე და მერე გადადგა, უბრალოდ, საკუთარი ეგო ანაცვალა ქვეყანას.

„მთელი მოღვაწეობა „ბოდი ლენგვიჯი“ რომ გვეგონა გახარიას მთავარი იარაღი, „ტანეც ჟივატა“ შეგვრჩა ხელში...
იმდენად უსუსური და ცეროდენა კაცი აღმოჩნდა, სერიოზულად არც ღირს შეფასება...

P.S. ისიც კმარა, რომ საკუთარი ღალატის უფრო მასშტაბური იდიოტიზმით „გაპრავება“ სცადა - აღმასრულებელ გუნდს ერთ დღეში, ერთ დღეში შევამჩნიე ჩემი კონტროლიდან გასვლის მცდელობა და ამიტომ გადავდექიო.

ანუ, სულ რომ მართალი ყოფილიყო, სახელმწიფო ინტერესები კი არ დაიცვა - ბოლომდე მიიყვანა საქმე და მერე გადადგა, უბრალოდ, საკუთარი ეგო ვანაცვალეო...

P.P.S. სინამდვილეში, ეგ საცოდავი ეგოც არ ეკუთვნის მას, კელი დეგნანმა გამოიბა ჯიბეზე და როგორც სხვა ყველა ფინია „აგენტოკრატს“, ამასაც - „ქსაო“, უბრძანა. ეგ არის სიმართლე!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.