ზურაბ ქადაგიძე: ელისაშვილის შემხედველი კვერცხებს კი არა, "ლატოკებს" უნდა გაფარებდნენ თავზე, მაგრამ მაინც რიტორიკულ კითხვას დავსვამ - ეს ბანერი, ასე სწრაფად როგორ დაამზადეთ?

ზურაბ ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება.

მისივე შეფასებით, კვერცხების სროლა დაწყებული არ იყო და ბანერი დადეს, საკუთარ "ბაბლს" აგიჟებენ, ისეთი ანგარიშგასაწევი ძალა ვართ, რომ კვერცხებს გვიშენენო “კვერცხების სროლა დაწყებული არ იყო და ბანერი არ გამოაცხვეს? საკუთარ "ბაბლს" აგიჟებენ, ისეთი ანგარიშგასაწევი ძალა ვართ, რომ კვერცხებს გვიშენენო... ელისაშვილის შემხედველი კვერცხებს კი არა, "ლატოკებს" უნდა გაფარებდნენ თავზე, მაგრამ მაინც რიტორიკულ კითხვას დავსვამ - ეს ბანერი, ასე სწრაფად როგორ დაამზადეთ? ის გამახსენდა - გავრილოვის ვიზიტი არავინ რომ იცოდა და ხოშტარიას სექტა, პარლამენტში ელოდებოდა ბანერებით... ვაი, თქვე საცოდავებოო…” - წერს ქადაგიძე.