პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კოლეგებს გამარჯვება მიულოცა და მომავალ საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მას ოპოზიციონერი კოლეგებისთვისაც უნდოდა მილოცვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არც საკრებულოს სხდომებს ესწრებიან და არც პარლამენტში აპირებენ შესვლას, მილოცვას აზრი არ აქვს.
„თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, მისი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც დამარცხებისთვის არიან განწირულნი. დღეს ჩვენ განვიხილავთ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტს და სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლები არც კომისიის სხდომებს და არც საკრებულოს სხდომას არ დაესწრნენ. ასე რომ, პრობლემა თქვენშია და სწორედ ამიტომაა ამომრჩეველთა რაოდენობის კლება როგორც ნაციონალურ მოძრაობაში, ასევე მის დანაყოფებშიც“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და კოლეგებს და მთელ საქართველოს წარმატება და წინსვლა უსურვა.