ზურა მანჯავიძე: დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამ ავად სახსენებელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და თავიანთ მოკავშირეებთან ერთად საქართველოში მათი ერა კი არ დამთავრდება და დასრულდება მხოლოდ, დასრულდება ასევე სიძულვილის ხანა

manjavidze

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამ ავად სახსენებელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და თავიანთ მოკავშირეებთან ერთად საქართველოში მათი ერა კი არ დამთავრდება და დასრულდება მხოლოდ, დასრულდება ასევე სიძულვილის ხანა, - განუცხადა „ქრონიკას“ მომღერალმა ზურა მანჯავიძემ „ქართული ოცნების" ღონისძიებასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, გვიწევს ისეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე საუბარი, რომ მშვიდობა სჯობს ომს, კეთილდღეობა სჯობს სიღარიბეს, სიკეთე სჯობს ბოროტებას. იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტების გამეორება გვიწევს მტკიცებით ფორმაში ყოველდღე, სხვებისთვის გადაცემა, ამაზე სირცხვილიც კი არის საუბარი, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი მოცემულობა გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ამ ავად სახსენებელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და თავიანთ მოკავშირეებთან ერთად საქართველოში მათი ერა კი არ დამთავრდება და დასრულდება მხოლოდ, დასრულდება ასევე სიძულვილის ხანა. რამენაირად გამოვნახავთ აუცილებლად ენას იმ ადამიანებთან, ვინც, ჩემი აზრით, დღეს ლოზუნგებს ამოფარებულ ტყუილებში ცხოვრობენ. ის, რომ ვერასდროს სადისტების ეპოქა ვერ დაბრუნდება საქართველოში, ამის გარანტიას იძლევა ის ხალხი, ვინ დღეს აქ არის და ის ხალხი, ვინც აუცილებლად აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესში, მივლენ და შემოხაზავენ მხოლოდ და მხოლოდ ღირსებას, მხოლოდ და მხოლოდ კეთილდღეობას, ქვეყნის მომავალს“, - აღნიშნა ზურა მანჯავიძემ.