ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართა

bk

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

დაჯილდოვდა სხვადასხვა სფეროს 10 წარმომადგენელი. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის ბიგ-ბენდი.