ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტის გამოყენება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მშვიდობით, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს რუსეთს. ამჟამად, მსოფლიოს მხრიდან ძლიერი რეაქცია არ არის. პუტინი გცდით თქვენ, ძვირფასო პარტნიორებო. გასაგებია, ვინ არის ამ ომის ერთადერთი დამნაშავე, ვინ დაიწყო ომი 24 თებერვალს და ვინ აგრძელებს მთელი რესურსის მოხმარებას ამ ომის გასაგრძელებლად. ის უნდა შეჩერდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„რუსეთის ქმედებებზე მკაცრი რეაქციის ნაკლებობა გზავნის გზავნილს, რომ ასეთი ქცევა მისაღებია. ამას აკეთებს პუტინი. პუტინმა უნდა იგრძნოს თავისი შეშლილი ამბიციების ფასი. საჭიროა რეაგირება. საჭიროა ზეწოლა. რუსეთი უნდა აიძულონ დაამყაროს რეალური მშვიდობა, რაც მხოლოდ ძლიერებითაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება გაუთავებელი რუსული დარტყმები, მუქარები და დესტაბილიზაცია - არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ“, - დასძინა მან.