ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის მხარდაჭერისა და დადებითი გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი სიგნალებისთვის.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მას „პროდუქტიული საუბარი“ ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან.

„ჩვენ განვიხილეთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა და ის, თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ მის დასაახლოებლად. ეს მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ერთობლივ წარმოებას და თავდაცვითი იარაღის შეძენას ევროპასთან თანამშრომლობით. და რა თქმა უნდა, სანქციებს რუსეთისა და მისი დამხმარეთა წინააღმდეგ. აშშ-ის ლიდერობის იმედი გვაქვს, რადგან ცხადია, რომ მოსკოვი არ გაჩერდება, თუ მისი უგუნური ამბიციები ძალის არ შეიზღუდება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.