სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება - რა იგეგმება სკოლებში
1745960694
ზაალ ანჯაფარიძე: „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე მიღებული რეზოლუცია და გაკეთებული ქართველოფობიური განცხადებები, კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ "Deep State" ელემენტებით გაჯერებული ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ომი გრძელდება
„ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე მიღებული რეზოლუცია და ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული ქართველოფობიური განცხადებები, კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ "Deep State" ელემენტებით უხვად გაჯერებული ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ომი გრძელდება,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე.
მისი თქმით, აღნიშნულ ომში ევრობიუროკრატების მოკავშირეა უკვე ბოლომდე გაშიფრული ადგილობრივი აგენტურა.
„ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე მიღებული რეზოლუცია და ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული ქართველოფობიური განცხადებები, კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ "Deep State" ელემენტებით უხვად გაჯერებული ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ომი გრძელდება. ამ ომში მათი მოკავშირეა უკვე ბოლომდე გაშიფრული ადგილობრივი აგენტურა.სამწუხაროდ, კიდევ გარკვეული ხანი გვაწვალებენ, ვიდრე არ დარწმუნდებიან საბოლოოდ, რომ აქ ვერას გახდებიან“,-წერს ზაალ ანჯაფარიძე.