ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში რთული სიტუაცია ჩამოყალიბდა ნარკოტიკულ დანაშაულთა კუთხით და შესაბამისად, პროფილაქტიკურ ზომებთან ერთად სასჯელის გამკაცრების გარეშე პრობლემას ვერ მოევლება.
„სამწუხაროდ, საქართველოში რთული სიტუაცია ჩამოყალიბდა ამ კუთხით და შესაბამისად, პროფილაქტიკურ ზომებთან ერთად სასჯელის გამკაცრების გარეშე პრობლემას ვერ მოევლება. დროული ინიციატივაა და იმედია ამჯერად ნარკოტიკების გამსაღებელი ე.წ. "ცნობადი სახეები" თავს ვეღარ დაიძვრენენ,“- წერს ანჯაფარიძე.