მილიონერი მგზავრებით სავსე მატარებელი გვირაბში გაქრა - ახალი დეტალები იდუმალებით მოცულ რეისზე
1731299253
"მე მინდა, მადლობა ვუთხრა დათო კირთაძეს - მან გააკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და ამით თქვა ის სათქმელი, რომ ეს არჩევნები არის დაწერილი შედეგების არჩევნები, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს," - ასე შეაფასა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცესკოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი, სადაც გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს.
მან საზოგადოებას მოუწოდა, თუ სადმე "გამყალბებელს" ნახავენ "სახეში შეასხან მელანი ყველას."
"მადლობა მას. ვფიქრობ, აქ ვინც არის, ყველამ ტაში შემოჰკრა ამ საქციელს.
ძალიან კარგი, სიმბოლური ქმედებაა - ყველამ ავიღოთ მელანი და გამყალბებლებს სადაც ვნახავთ, შევასხათ სახეში ყველას. ძალიან კარგი იქნება, აი, ეს არის გეგმა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა დაწყებიდან 3 წუთში, დაპირისპირების გამო შეწყდა, რისი მიზეზიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისთვის, გიორგი სიორიძისთვის მიკროფონის გათიშვა გახდა. სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ მიკროფონი რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის გამო გაუთიშა, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.
ამის შემდეგ, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი სითხე შეასხა.
მოგვიანებით, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.