სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
რადიკალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ვერ თანხმდებიან, რაც განხეთქილების მიზეზია.
დავით მათიკაშვილის თქმით, ყველა ფსონი რაც იქნა პოზიციაზე დადებული გარე ძალების მხრიდან უშედეგოა.
„ყველა ფსონი, რომელიც იქნა თავის დროზე დადებული დავალებების მიმცემების მხრიდან რადიკალებზე ფაქტობრივად არ იმუშავა. იქნება ეს გაერთიანების მცდელობა თუ დაყოფის მცდელობა ნულს, რომ დავუმატოთ ნული იქნება ნული. ვერაფრით ეს რაღაც სოლიდურ, ნოყიერ ციფრს ვერ გამოიყვანს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.