დაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ქუთაისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
1749754907
ბოროტი ზღაპრები, რომელიც ბრიუსელში ჩაიტანეს, არაფერი არ დადასტურდა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილია, ბლეფია და გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში გეგმა აქვთ, რომლის შემადგენელი ნაწილია ბრიუსელში ზღაპრებით ჩასვლა.
„ამ ისტორიას და ტრენდებს ბოკუჩავა და სხვები კი არ ქმნიან, არამედ სადღაც ცენტრში, ტრენდი იქმნება და შემდეგ ვრცელდება იმის ინსტრუქცია, ბოკუჩავა როგორ უნდა მოიქცეს, რომლის ნაწილია ის, რომ ბრიუსელში ჩავიდეს და თქვას, რომ მისი ქმარი დაიჭირეს და საბავშვო ბავშვების სიკვდილით ან ძალადობით დაემუქრნენ. ეს არის ამოცანა, რის გამოც ჩასულია ბრიუსელში, მაგრამ არ მგონია, რომ ამის ვინმეს სჯეროდეს. მათ გეგმა აქვთ, რომლის შემადგენელია, ბრიუსელში ზღაპრებით ჩასვლა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1749755831
პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1749753366