თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს
1746720697
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას.
„[ცვლილებების] ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კიდევ უფრო მოქნილი გამხდარიყო საქართველოს პარლამენტის მუშაობა და რაც ზედამხედველობა საქართველოს მთავრობაზე. ფაქტობრივად, პარლამენტის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ საშუალება, მოუსმინონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და ეს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის საქმიანობას როგორ კომიტეტების, ასევე ფრაქციების”, - განაცხადა ბოჟაძემ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციას და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.
კომიტეტს რეგლამენტის პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს.