ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას ბევრ კითხვებზე არ აქვს პასუხი

vladimer bojadze

ის პროცესები, რომლებიც ახლა მიდის ამერიკაში და ევროკავშირში ზუსტად არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი მანამდე ატარებდა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ოპოზიციას ბევრ კითხვებზე არ აქვს პასუხი ბუნებრივია და ვერც ექნება ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ ის პროცესები, რომლებიც ახლა მიდის ამერიკაში და ევროკავშირში ზუსტად არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი მანამდე ატარებდა. მათ შორის, ატარებდა ჩვენს ქვეყანაში, ოპოზიციის დაფინანსებით გარედან მხარდაჭერით“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ოპოზიცია, რომელიც მუდმივად საუბრობდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. ახლა კითხვას რომელიც ევროკავშირის ამერიკის ურთიერთობას ეხება გაურბიან.