ვლადიმერ ბოჟაძე: მნიშვნელოვანია ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ 13 წლის განმავლობაში, რომლის შენარჩუნებაც ყველაზე რთული სწორედ ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო

ვლადიმერ ბოჟაძე

მნიშვნელოვანია ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ 13 წლის განმავლობაში, რომლის შენარჩუნებაც ყველაზე რთული სწორედ ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, მშვიდობასა და სტაბილურობასთან ერთად აღსანიშნავია ის განვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

„ბოლო ოთხი წელია, ფაქტობრივად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, ყველაფერი ის, რაც უკავშირდება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას, რა თქმა უნდა, მომავალ წლებში გაგრძელდება“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა.