გაფრთხილება! 12 300-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - მისამართები
1736444566
დარჩენილ დღეებს ბაიდენის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ დააზიანოს ქართულ-ამერიკული, იგივე ქართულ-უნგრული ურთიერთობები. იმიტომ ვუყურებთ 20 იანვარს იმედით, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ბოჟაძე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლის ანტალ როგანის დასანქცირებას გამოეხმაურა.
„ამ ნაწილში [დასანქცირებაში] უნდა განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თანამდებობის პირის და იგივე, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. თვითონ ორბანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროპიდან შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს და ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იმ პოლიტიკის, რომელსაც აპირებს განახორციელოს ტრამპი. ეს პირველ რიგში უკავშირდება მშვიდობის პოლიტიკას. ვიქტორ ორბანიც გახლავთ ის პოლიტიკოსი და იმ სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მუდმივად საუბრობს მშვიდობაზე. დარჩენილ დღეებს ბაიდენის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ დააზიანოს ქართულ-ამერიკული, იგივე ქართულ-უნგრული ურთიერთობები. იმიტომ ვუყურებთ 20 იანვარს იმედით, რომ ყველა შემთხვევაში შეიცვლება ის პოლიტიკა, რომელიც დღეს არსებობს იგივე საქართველოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა ბოჟაძემ.