ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
არ ვიცი რაში შეიძლება ადამიანებს დასჭირდეთ დრო იმ ინფორმაციის გადასაცემად, რომელიც არჩევნების დღესვე ჰქონდათ ფაქტობრივად მზად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ISFED-თან დაკავშირებით.
მისი თქმით, ISFED-ს მოუწევს პროკურატურასთან თანამშრომლობა.
„იცით, რომ მათ მაშინვე დაადასტურეს, რომ არჩევნების შედეგები დაემთხვა პარალელური დათვლის შედეგებს თუმცა ამას არ გამოაქვეყნებდნენ, რადგან ეს არ აწყობდათ არც მათ და არც მათ დამფინანსებელ USAID-ს. არ აწყობდა რა თქმა უნდა არც რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ეს იქნებოდა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ისფედი“ თუმცა მათ მოუწევთ საბოლოო ჯამში პროკურატურასთან თანამშრომლობა და აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნება“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ISFED უკვე მეხუთე დღეა პროკურატურას 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს არ უგზავნის. არასამთავრობო ორგანიზაციას თავად აქვს აღიარებული, რომ „პივიტი“ ცესკოს მონაცემებს ემთხვევა, თუმცა შედეგები საზოგადოებას დაუმალა.