პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
1752668193
იქნება თუ არა ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პოსტზე "ლელოსა" და გახარიას გუნდის საერთო კანდიდატი? გავრცელებულ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არცერთ ოპოზიციურ პარტიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ელისაშვილს , რეიტინგიდან გამომდინარე, არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს.
"ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში, ბატონ ხაზარაძეს ბრალდებებს უყენებდა და ამის შემდეგ აღმოჩნდა მის პარტიაში, არც გახარიას არ ამკობდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, პოზიტიური სიტყვებით.
არ ვიცი რამდენად რეალური იქნება მისი კანდიდატობა, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ბატონი ელისაშვილი იყოს კანდიდატი, ვინაიდან მას ნულოვანი რეიტინგი გააჩნია ქალაქში.
"ქართული ოცნება" მზად ვართ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის, 64-ვე მუნიციპალიტეტში, ძალიან დიდი ანგარიშით, დავამარცხებთ, როგორც მერის, ისევე საკრებულოს არჩევნებში ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.