ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
ვინმეს თუ ნამდვილად და რეალურად აქვს სურვილი, რომ განცხადება დაწეროს და არ არის დაკავებული საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით, კარგად იციან პარლამენტის მისამართიც, მეილიც და პროცედურაც, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პირველ არხს ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან სიების ჩახსნაზე და მანდატების დატოვებაზე საუბრები უკვე არასერიოზულია.
„ეს საუბრები უკვე არასერიოზულია. სინამდვილეში, პროცედურა ძალიან მარტივია, ვინმეს თუ ნამდვილად და რეალურად აქვს სურვილი, რომ განცხადება დაწეროს და არ არის დაკავებული საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებით, კარგად იციან პარლამენტის მისამართიც, მეილიც და ის პროცედურაც, რომელიც მარტივია. ერთ ფარატინა ქაღალდზე განცხადება უნდა დაწერონ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და შემდეგ პარლამენტი მათ განცხადებებს ინდივიდუალურად განიხილავს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.