VIDEO: ვიყავი უნივერსიტეტის ბაღში და გული ძალიან მეტკინა, იქ სკამები დაილეწა და ასე შემდეგ, ეს ბაღი უბრალო ბაღი არ არის... ჩემთვის ამაზრზენი და შემაძრწუნებელია - ენათმეცნიერი გოგი გოგოლაშვილი

გოგი  გოგოლაშვილი

ვიყავი უნივერსიტეტის ბაღში და გული ძალიან მეტკინა, იქ სკამები დაილეწა და ასე შემდეგ, ეს ბაღი უბრალო ბაღი არ არის, ეს ბაღი... ჩემთვის ამაზრზენი და შემაძრწუნებელია -  ამის შესახებ ენათმეცნიერმა, გოგი გოგოლაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„რასაც ახლა მე ვუყურებ, ეს ძალიან მძიმე საყურებელია... დღეს მე ვიყავი უნივერსიტეტის ბაღში და გული ძალიან მეტკინა, იქ სკამები დაილეწა და ასე შემდეგ, ეს ბაღი უბრალო ბაღი არ არის, ეს ბაღი პანთეონია, შენ როცა ამ სივრცეს ასე მოექცევი, ასე ვანდალურად ექცევი წინაპრების საფლავებს და ა.შ. შენ მე დიდ საქართველოს და უკეთეს საქართველოს ვერ ამიშენებ. იმას მადლობას არ უნდა გადაუხადო, რომელსაც გაქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ეს იყო ჩემთვის ამაზრზენი და შემაძრწუნებელი. იმაზე ნაკლები კი იყო რაც ადრე, 20 წლის წინ ხდებოდა, შენ უკეთეს და დიდ საქართველოს ვერ ამიშენებ...“ - განაცხადა გოგოლაშვილმა.