VIDEO: თუკი სურვილი ექნებოდა აქტიური პარტიული პოზიცია ჰქონოდა, ის ამას დაიჭერდა აუცილებლად - სევდია უგრეხელიძე მაია ორჯონიკიძეზე

SEVDIA

თუკი სურვილი ექნებოდა აქტიური პარტიული პოზიცია ჰქონოდა, ის ამას დაიჭერდა აუცილებლად, მაგრამ უჭირავს საზოგადოებრივი პოზიცია, სოციალურად აქტიური არის და როგორც ჩანს, მას ეს არ სურს. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს - ამის შესახებ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა,  სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვის (თქვენს პარტიაში, აღმოჩნდნე ისეთი ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს ,,ჩავლილ მატარებელს" უწოდებდნენ, იმ ხალხს დღეს ვხედავთ თქვენი პარტიის სიაში, მაინტერესებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ძირძველი მხარდამჭერი, თუნდაც მაია ორჯონიკიძე, არ იმსახურებს სიაში რომ იყოს?) პასუხად განაცხადა. 

„მათ რომ სურდეთ, ვისაც სურვილი ექნებოდა, აუცილებლად ამას გააკეთებდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი. ქალბატონი მაია ორჯონიკიძის მიმართ დიდი პატივისცემა მე თუ მაქვს, სხვასაც გააჩნია“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.