"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
„სიმართლე გითხრათ, ტელეფონით ჩატარებული არჩევნების მე არ მწამს, თუმცა პათოსს ვემხრობი, რომ საპარლამენტო არჩვენბი აუცილებლად ჩასატარებელია და ეს გარდაუვალიცააა...“ - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, დავით ნებიერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„წარმოუდგენელია ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე, ამ ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. უფრო მეტიც, უკეთესობისკენ კი არა ამის გარეშე დამძიმდება სიტუაცია... ტელეფონით ჩატარებული არჩევნების მე პირადად ვერ წარმომიდგენია, “ - განაცხადა ნებიერიძემ.