VIDEO: „კიტოვანის და იოსელიანის ლეგიტიმურობა ცნო დასავლეთმა და ზვიად გამსახურდიასი არა, ეს არ იყო შეცდომა?" - სევდია უგრეხელიძის პასუხი ვახო ხუზმიაშვილის კითხვაზე

სევდრია უგრეხელიძე

„დღეს ითქვა, რომ ზვიად გამსახურდიას ბრალდებოდა ნაციონალისტობა და სინამდვილეში ეს ასე არ იყო, დღეს გაირკვა და დღეს იწერება ამის შესახებ საზღვარგარეთ“ -  ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის კითხვის (როდესაც, კანონიერი უზენაესი საბჭო დაამხეს და შემდეგ მოვიდა კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის, თენგიზ სიგუას პარლამენტი, ამის ლეგიტიმაცია ისე ცნო მთელმა მსოფლიომ, რომ შეფასება არ ჰქონდა ზვიად გამსახურდიას უზენაეს საბჭოს და რამდენად რელევანტურია, როდესაც საუბრობთ გვექნება თუ არა ლეგიტიმაცია?) პასუხად განაცხადა.

„რამდენი წლის წინ იყო ეს ამბავი?! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი  და მსოფლიო იყო ეიფორიაში...მათთვის არ დაგავიწყეთ, რომ უკვე ორ თვეში მოვიდა შევარდნაძე, ხოლო შევარდნაძე მათთვის იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მაშინ არ იყო ეს ისე თვალნათელი, არ იყო ეს სიტუაცია, დღეს ითქვა, რომ ზვიად გამსახურდიას ბრალდებოდა ნაციონალისტობა და სინამდვილეში ეს ასე არ იყო, დღეს გაირკვა და დღეს იწერება ამის შესახებ საზღვარგარეთ“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

კითხვაზე დასავლეთ ჩვენთან შეცდომები მოსვლია თუ არა, სევდია უგრეხელიძემ განაცხადა - „როგორ არ მოსვლია, მაგრამ დრო მიდის და თანდათანობით გვიან, მაგრამ ისინიც იგებენ ე.ი სად დაუშვეს შეცდომა“.