VIDEO: ჩვენ ვითხოვთ 100-ზე მეტი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას, გვქონდა უამრავი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხმის მიცემა არ იყო თავისუფალი და ზოგჯერ ადამიანები ხმას აძლევდნენ სხვის მაგივრად - თამარ ხიდაშელი

თამარ ხიდაშელი

ჩვენ ვითხოვთ 100-ზე მეტი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა, თამარ ხიდაშელმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ჩვენ ვითხოვთ, 100-ზე მეტი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას. ჩვენ გვქონდა უამრავი მტკიცებულებები, უამრავი განცხადებები, უამრავი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხმის მიცემა არ იყო თავისუფალი და ზოგჯერ ადამიანები ხმას აძლევდნენ სხვის მაგივრად. სავარაუდოდ, ეს ადამიანები ხმას აძლევდნენ, სწორედ, იმ ადამიანების ნაცვლად, რომელთა პირადობის მოწმობების მონაცემები ხელისუფლებამ უკანონოდ მოიპოვა. მე გესაუბრებით  კონკრეტულ რიცხვზე იმ საარჩევნო უბნების, რომლის შედეგების ბათილობას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა