"ვერანაირი "მეგობარი" თუ "არამეგობარი" აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ ნაცმოძრაობასა და არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"ვერანაირი "მეგობარი" თუ "არამეგობარი" აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ ნაცმოძრაობასა და საზღვარგარეთიდან სახსრებდაცლილ არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც "მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად დაორგანიზდა.

მისივე თქმით, "რადიკალური ოპოზიცია" და არასამთავრობო სექტორი საქართველოში "რეიტინგულად განულებულია".

"არასამთავრობო სექტორიც, რადიკალური ოპოზიციაც არის საქართველოში რეიტინგულად განულებული. აქამდეც არაერთგზის გვინახავს, როგორ ცდილობენ გარე აქტორები, აგენტებისთვის დავალებების მიმცემები კონკრეტული განცხადებით თუ ნაბიჯებით სიცოცხლისუნარიანობა შემმატონ, ან გაუჩინონ იმ პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ეს პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობა აქვს განულებული.

თუმცა, ამ კუთხითაც, ეს რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია - ვერანაირი "მეგობარი" თუ "არამეგობარი" აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ ნაცმოძრაობასა და საზღვარგარეთიდან სახსრებდაცლილ არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.