წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა“, - ეს განცხადება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ „ღამის კურიერის“ ეთერში გააკეთა.
აქვე, ირაკლი ზარქუა გაზრდილ ეკონომიკურ ციფრებზე საუბრობს, იმ ფონზე, როდესაც ოპონენტები აცხადებენ, რომ ინვესტიციების შემოსვლას პრობლემა შეიძლება შეექმნას და დასავლეთთან დაძაბულობის გამო, ქვეყანას ეკონომიკურ ნაწილში გაუჭირდეს.
„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა. ერთი ინვესტიცია ვერ შემოვატანინეთ წლებია. მესამე წელია, ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელსაც, მათ შორის, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. უკვე მესამე წელია, 9,9%-მდე გვაქვს ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა წლის დასაწყისში თქვეს, რომ 5%-მდე იქნებაო და ახლა გაზარდეს 9%-მდე გვაქვს მიმდინარე წლიური ეკონომიკური ზრდა. ყველა ინდექსით ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს. ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის კორუფციის ინდექსი. ყველა მაჩვენებლით ვასწრებთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებს. ასე, რომ არავის დავაჩაგვრინებთ თავს,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.