ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
ველოდებით, რომ მსოფლიოში პროცესების ცვლილება გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს მოიტანს, მათ შორის საქართველოსთვის. ჩვენ დამოუკიდებელი პოზიცია გვაქვს, სწორ გზაზე ვდგავართ და მიგვაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ეს აუცილებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „დიფ სთეითად“ წოდებული გარკვეული ძალა ახლა ვაშინგტონიდან ბრიუსელსა და ევრობიუროკრატიაში ინაცვლებს.
„გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რადგან თუ ეს ბრძოლა რეალური არ იქნება და ისე არ წარიმართება, რომ, საბოლოო ჯამში, მშვიდობის დღის წესრიგმა გაიმარჯვოს, კაცობრიობა დაიღუპება, არათუ საქართველოს გაუჩნდება რაიმე პრობლემა. ამ რეალობაში ვართ. ტემპი, რომელიც ახალმა ადმინისტრაციამ აიღო და ნაბიჯები გადადგა, გვაძლევს იმედს, რომ მისი დამარცხება მოხდება, თუმცა ვერ ვიტყოდით, რომ შესაძლო განსაცდელი უკან არის მოტოვებული. მიმდინარეობს უშველებელი ფინანსების კონსოლიდაციის ინტენსიური პროცესი, რისი გამოძახილიცაა ის პროცესები, რაც საქართველოში ხდება. დღემდე ამას ჩვენი ძალებით ვუმკლავდებით. ველოდებით, რომ მსოფლიოში პროცესების ცვლილება გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს მოიტანს, მათ შორის, საქართველოსთვის. ჩვენ დამოუკიდებელი პოზიცია გვაქვს, სწორ გზაზე ვდგავართ და მიგვაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ეს აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული რესურსით უპირისპირდება „დიფ სთეითად“ წოდებული გარკვეული ძალა, რომელიც ახლა ვაშინგტონიდან ბრიუსელსა და ევრობიუროკრატიაში ინაცვლებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.