ვაჟა სირაძემ ოპოზიციის ლიდერებს განუმარტა, რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა ფეხით, ავტომობილების გარეშე გააგრძელონ

ვაჟა სირაძე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოლიციის მიერ გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მისასვლელად ავტომობილებით გადაადგილებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მათ რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გარეშე, ფეხით გადაადგილება შეუძლიათ. 

ოპოზიციის მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდნენ.