აქტაუში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ერთი მგზავრი ჩასხდომისას ფრენიდან მოხსნეს და გადარჩა
1735147827
ამათმა დაჭერა უნდა ინატრონ! საკანში ჯდომა ერჩივნოთ! ისეთები იკადრეს, ქუჩაში მშვიდად ეგენი ვეღარ ივლიან! - ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, კონკრეტული რადიკალური ძალების წარმომადგენელთა დაკავებას და რანდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას.
მისი თქმით, რადიკალები ბავშვებსა და ოჯახებს შეეხნენ და გვიან, მაგრამ მათი პასუხისგების დრო დადგა.
„ამათმა დაჭერა უნდა ინატრონ! საკანში ჯდომა ერჩივნოთ! ისეთები იკადრეს, ქუჩაში მშვიდად ეგენი ვეღარ ივლიან! ჩვენი ქვეყნის დაღუპვაზე წავიდნენ! თბილისი ააოხრეს! სკოლებში შემოგვივარდნენ! ბავშვებს შეახეს ბინძური ხელები! ოჯახებს შეეხნენ! გვიან, მაგრამ დადგა დრო პასუხი აგონ!!!” - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.